“ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში და პატივს მივაგებთ მამაც ქართველ ხალხს, რომელიც არ დანებდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში” – აშშ-ის საელჩო
საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში 2011 წლიდან, ყოველი წლის 25 თებერვალს აღინიშნება.
თარიღს საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში და პატივს მივაგებთ მამაც ქართველ ხალხს, რომელიც, უდიდესი დანაკარგისა და 70-წლიანი რეპრესიების მიუხედავად, არ დანებდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში”, – წერია ინფორმაციაში.