საშაურმეები კრიტიკული შეუსაბამობების გამო დახურეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ორ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგნეტოს აჭარისა და იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქ.ბათუმში მდებარე საშაურმეში ი/მ ,,ვარდო კონცელიძესა ” და წყალტუბოში (სოფ.ქვიტირში) მდებარე რესტორანს ი/მ ,,ამირანი +“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს. „ორივე მათგანში დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა, შენობა არ არის აღჭურვილი სათანადო ვენტილაციით. ბიზნესოპერატორები მუშაობას განაახლებენ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ. ჩამოთვლილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ორივე ბიზნეოპერატორი დაჯარიმდა 1000-1000 ლარით“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები