ქალაქ მარტვილში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქალაქ მარტვილში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის წყალარინების გამწმენდ ნაგებობას აშენებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე კომპანიის დირექტორი გიორგი შონია მოადგილესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მშენებარე ინფრასტრუქტურა გარემოსდაცვითი მოთხოვნების სრული დაცვით უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების სათანადო დამუშავებას, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს და ხელს შეუწყობს წყლის რესურსების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას.

პროექტი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და მისი ღირებულება დაახლოებით 12 მილიონ ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეფასებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა წარმოადგენს ქვეყნის ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს წყლისა და წყალარინების სექტორში სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები