„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ასკანის, დაბალი ეწერისა და მზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ასკანის, დაბალი ეწერისა და მზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები – ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი, საკრებულოს წევრი და მერის წარმომადგენელი დაესწრნენ.
„პროგრამის ფარგლებში ასკანის მოსახლეობამ პრიორიტეტად სხვადასხვა უბანში რთულ საგზაო მონაკვეთებზე გზის მოწესრიგება დაასახელა.
მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა 23 თებერვალს, 11:00 საათიდან გაიმართება ვაკიჯვრისა და ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.