ეპშტეინის მსხვერპლებმა, კომპენსაციის სახით, შესაძლოა, 35 მილიონი დოლარი მიიღონ
ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის ქონების მმართველებმა კოლექტიური სარჩელის ფარგლებში დაზარალებულებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც კომპენსაციის სახით, შესაძლოა, 35 მილიონ დოლარამდე გამოიყოს,- ინფორმაციას საერთაშორისო მედია სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქმე ეხება ქალთა ჯგუფურ სარჩელს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ეპშტეინის მხრიდან სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლები იყვნენ.
მედიის ცნობით, ეს არ არის პირველი ფინანსური კომპენსაცია ეპშტეინის საქმის ფარგლებში, მისი ქონებიდან წარსულშიც გამოიყო თანხები დაზარალებულთა ანაზღაურებისთვის.
შეთანხმება ითვალისწინებს 35 მილიონი დოლარის გადახდას, თუ მსხვერპლთა რაოდენობა 40-ს გადააჭარბებს, ან 25 მილიონი დოლარის გადახდას, თუ ნაკლები იქნება.
თუმცა, სანამ გეგმა ძალაში შევა, ის ნიუ-იორკის ფედერალურმა მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს.