გიორგი კვირიკაშვილი AIR ARABIA-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი AIR ARABIA-ს აღმასრულებელ დირექტორს ადელ ალის შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა კომპანიამ თბილისის მიმართულებით გუშინ პირველი რეისი შეასრულა. AIR ARABIA შუა აზიისა და აფრიკის პირველი დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა, რომელიც ფრენებს თბილისი-შარჯას მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს შეასრულებს. ვიცე-პრემიერმა AIR ARABIA-ს აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, AIR ARABIA პირველი აზიური დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ფრენებს იწყებს. რაც ხელს შეუწყობს აზიიდან საქართველოს მიმართულებით და, პირიქით, ტურისტების ნაკადის ზრდას.
ადელ ალის განცხადებით, AIR ARABIA-სთვის ფრენების განხორციელება ახალი მიმართულებებით ძალიან მნიშვნელოვანია. ,,საქართველო ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა და, სწორედ, ამ ნიშნით შევარჩიეთ თქვენი ქვეყანა“,-განაცხადა ადელ ალიმ AIR ARABIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
AIR ARABIA საქართველოში 2014 წლის 6-8 ივლისს გამართული ავიამუმართულებების ფორუმის, ‘’Routs Silkroad 2014 Tbilisi” შედეგად შემოვიდა. თბილისი Air Arabia-ს რიგით მე-100 საერთაშორისო მიმართულებაა. კომპანიასთან მოლაპარაკებებს საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდა.
AIR ARABIA-მ 2014 წლის პირველ ნახვარში ახალი მიმართულებები კაიროსა და ანტალიაში დაამატა. კომპანია ამჟამად 4 ცენტრიდან ოპერირებს. ესენია არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო და ეგვიპტე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები