დავით მათიკაშვილი: სტრატეგია, რომელიც გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებში, არის პირდაპირი დასტური, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში საუბრობდა აბსოლუტურად მართებულ მოცემულობაზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული გეგმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, კიდევ ერთხელ შეაფასა.
„ჩვენ უკვე წლებია, ხმამაღლა ვამბობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გამოიყენება დემოკრატიის ნგრევისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, იქ შავი ფულის შეტანისთვის. სწორედ ეს სტრატეგია, რომელიც გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებში, არის პირდაპირი დასტური, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში საუბრობდა აბსოლუტურად მართებულ მოცემულობაზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, განსაზღვრავს 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.