„განათლების სამინისტროს სქემაში კორუფციის ხელშემწყობი მექანიზმებია ჩადებული“

„განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სქემაში კორუფციის ხელშემწყობი მექანიზმები არსებობს“, – აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია საგანმანათლებლო კონსულტაციების ცენტრის ხელმძღვანელმა ტატო შავშიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
შავშიშვილის განცხადებით, კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, იმ ახალი სქემით, რომელიც განათლების სამინისტრომ დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა, სამინისტრო ახალ სტრუქტურულ რგოლებს ქმნის, რომელთაც, მისივე განცხადებით, საგანგაშო უფლებები მიენიჭება.
„ სამინისტრო ქმნის ახალ სტრუქტურულ რგოლებს, რომელთაც ენიჭებათ უფლებამოსილება მასწავლებლისთვის კატეგორიების მინიჭებისა, ზოგადად, მასწავლებლობის უფლების მინიჭებისა და, რაც ყველაზე მეტად საგანგაშოა, მასწავლებლბის უფლების ჩამორთმევისა. არის ერთი ინსტიტუციის მიერ შექმნილი რამდენიმე სტრუქტურული რგოლი. თუ მაგალითად სტრუქტურულმა რგოლმა ა- მ ჩამოართვა მასწავლებელს მასწავლებლობის უფლება, მაშინ მასწავლებელს სქემის მიხედვით აქვს უფლება, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სტრუქტურულ რგოლ ბ-ში. ეს კორუფციული მექანიზმია, ეს იგივეა, რომ, მაგალითად, მე თუ დავჩაგრე ადამიანი, მას მიეცეს საშუალება, რომ ჩემ მიერ ჩაგვრა გააპროტესტოს ჩემს ძმასთან. ბუნებრივია, ჩემი ძმა მე დამიჭერს მხარს. ასე, რომ ამ სქემაში კორუფციის ხელშემწყობი მექანიზმები დევს და აუცილებელია ამაზე მსჯელობა. უნდა მოხდეს, კორუფციის ნეპოტიზმის და თვითნებური გადაწყვეტილებების რისკის დაწევა დაბლა. განათლების სპეციალისტები ყველაზე მეტად ვართ მომხრე იმისა, რომ განათლების სისტემაში მოხდეს პროფესიული განვითარებს ხელშეწყობა და გაუმჯობესდეს მასწავლებელთა როგორც პროფესიული, ასევე სოციალური პირობები და ეს ყველაფერი სწავლების მაღალ ხარისხზე აისახებოდეს“, – განაცხადა ტატო შავშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები