მედია: აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში 50-ზე მეტი გამანადგურებელი განათავსა
შეერთებულმა შტატებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში 50-ზე მეტი გამანადგურებელი განათავსა.
ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაცემულ აღჭურვილობაში შედიოდა უახლესი მეხუთე თაობის F-35 და F-22 გამანადგურებლები, ასევე გამოცდილი მეოთხე თაობის მრავალფუნქციური F-16 გამანადგურებლები.
ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო ზრდას აგრძელებს.