გურამ მაჭარაშვილი: ვიცით, რომ შესაბამისი უწყებები უკვე ეფექტიანად მუშაობენ მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა საინტერესო იქნება პრემიერის ხედვები
“ვიცით, რომ შესაბამისი უწყებები უკვე ეფექტიანად მუშაობენ მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა საინტერესო იქნება დღეს პრემიერის ხედვები”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პრემიერის ინტერპელაციის წესით მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ აღმოვჩნდით იმ გამოწვევების წინაშე, რასაც ჰქვია მიგრაციის არასწორი პოლიტიკა და სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რომლებიც გამოირჩევიან „ევრობიუროკრატიის მორჩილებით“, ხმამაღლა თქვეს, რომ მიგრაციის პოლიტიკას არ აღასრულებენ ისე, როგორ ეს ევრობიუროკრარტიაშია. მეტიც, ჯარიმასაც არ გადაიხდიან. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ეს მიგრაციის პოლიტიკა იყო სწორედ ისეთი ქვეყნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის როგორიც საქართველოა, იმისთვის რომ შემდგომ იქ რაღაცნაირად რადიკალური პროცესები ემართათ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტი პრემიერ- მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს.