არჩილ გორდულაძე: ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნიდან გაძევებული უკანონო მიგრანტების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე მანამდე, 6 წლის განმავლობაში

“ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნიდან გაძევებული უკანონო მიგრანტების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე მანამდე, 6 წლის განმავლობაში”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევას წარმოადგენს უკანონო მიგრაცია და ამის წინააღმდეგ ბრძოლა არის ქართველი ხალხის ინტერესებში.

„ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უკანონო მიგრანტები არ იყვნენ. დეტალურ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარადგენს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები