გიორგი კვირიკაშვილი: ინვესტორებისთვის საინტერესო რამდენიმე სექტორი გამოიკვეთა
გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც ინვესტორებისთვის არის საინტერესო, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “რედისონში”, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მიმდინარეობისას განუცხადა.
“რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორი გამოიკვეთა, რომელიც ინვესტორებისთვის არის საინტერესო. ტრადიციულად, ეს არის ენერგეტიკის სექტორი, წარმოება, ტურიზმი და სასტუმროების სექტორი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ფინანსური სექტორი, სოფლის მეურნეობა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან მაღალია ინტერესი. ჩვენ მათ ვაცნობთ იმ რეფორმებს, რომელიც საქართველომ გაატარა. ასევე, ვაცნობთ იმ გეგმებს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებაში. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო სტუმრების მხრიდან. საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.