ნუგზარ წიკლაური: რუსეთს ქართულ სახელმწიფოზე მასშტაბური თავდასხმა აქვს დაგეგმილი

 

     რუსეთს ქართულ სახელმწიფოზე მასშტაბური თავდასხმა წინასწარ აქვს დაგეგმილი, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციოს რეჟიმს შორის „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის” შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებას.
ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ განზრახვას დეზორგანიზებულად ხვდება.
“რუსეთს ქართულ სახელმწიფოზე მასშტაბური თავდასხმა წინასწარ აქვს დაგეგმილი. ამ განზრახვას ჩვენი ხელისუფლება დეზორგანიზებული და დაშლილი ხვდება. მას არ შეუძლია საშინაო ერთობის ორგანიზება და არც საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდირება. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება და თავად შეასრულოს ის ფუნქციები, რასაც ნორმალურ სახელმწიფოში ხელისუფლება უნდა ასრულებდეს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთთან „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების გაფორმებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაც გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტი დამუშავების პროცესშია და წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, მზად იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები