გიორგი კვირიკაშვილი: სამწუხაროა, რომ რუსეთი პროვოკაციულ ქმედებას განაგრძობს

ვიცე -პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციოს რეჟიმს შორის “თანამშრომლობისა და ინტეგრაციის” შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულების თემას ეხმაურება. მინისტრი ფიქრობს, რომ რუსეთის განზრახვის და საქართველოს შეშფოთების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
კვირიკაშვილის თქმით, იმ დადებითი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, რომელიც საქართველოს რუსეთთან მიმართებაში აქვს, სამწუხაროა, რომ ეს ქვეყანა პროვოკაციულ ქმედებას განაგრძობს.
“მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი საერთაშორისო კამპანია ამ მიმართულებით, უნდა ჩავრთოთ ჩვენი ყველა სტრატეგიული მოკავშირე იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. იმ დადებითი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან მიმართებაში, სამწუხაროა, რომ ეს ქვეყანა განაგრძობს პროვოკაციულ ქმედებას. ჩემთვის აბსოლუტურად ლოგიკურად გაუგებარი რას ემსახურება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებას ამ კუთხით ჩვენი შეშფოთების შესახებ უნდა ვამცნოთ “,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთთან „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების გაფორმებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაც გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტი დამუშავების პროცესშია და წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, მზად იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები