გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა, ვეტოს უფლება გამოიყენოს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას, მხოლოდ კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს. განცხადება პრეზიდენტმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, საკითხზე საუბარი ნაადრევია, რადგან საკანონმდებლო ორგანოს დებულება ჯერ არ დაუმტკიცებია.
“გავაგრძელებ კიდევ კონსულტაციებს და მზად ვარ, ამ საკითხს მხოლოდ მაშინ ვუპასუხო, როდესაც იქნება მიღებული კონკრეტული კანონპროექტი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილს მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს უფლების გამოყენებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები