ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალურ მდივანს ბერნადეტ სეგოლს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ასევე საქართველოში შრომისა და დასაქმების სფეროში უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო შრომითი ბაზრის დახვეწის პერსპექტივებს.
ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივნის მხრიდან გამოითქვა უანგარო დახმარების სურვილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებაში.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპის პროფკავშირების კონფედერაციას საქართველოში შრომითი უფლებების დაცვისა და ამ მიმართულებით განხორციელებული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის.
მისი განცხადებით, ETUC-ი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს პროფკავშირებს, განსაკუთრებით წინა წლებში. ბერნადეტ სეგოლის უშუალო ორგანიზებით, 2009-2012 წლებში საქართველოს პროფკავშირების რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ევროპარლამენტის წევრებთან საქართველოში იმ დროს არსებული შემაშფოთებელი სიტუაციის თაობაზე.
ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის უმსხვილეს პროფკავშირებს აერთიანებს და შესაბამისად, ევროკავშირში დასაქმებული 60 მლნ ადამიანის ინტერესებს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები