მსოფლიო ბანკი: კვლევის თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივით საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ადგილი უკავია

მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი კვლევის თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ საქართველოს ევროპისა და ცეტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი ადგილი უკავია. კვლევის “ბიზნესის წარმოება 2015: ეფექტიანობაზე მეტი” მიხედვით, საქართველო 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველომ 2005 წლის შემდეგ რეგიონში ყველაზე მეტი რეფორმა (36) განახორციელა, რაც რუანდას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მას მოჰყვება 34 რეფორმით ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.
კვლევის მიხედვით, ბიზნესის წარმოების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე სინგაპური გავიდა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ბიზნესის წარმოების კვლევაში 2014 წლის ამავე ანგარიშთან შედარებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის დაფიქსირებული, ვინაიდან შარშან ბიზნესის წარმოების სიმარტივით, საქართველოს მე-14 ადგილი ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები