აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე ადგილობრივ ფერმერებს და აგრომეწარმეებს შეხვდნენ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ადგილობრივ ფერმერებს და აგრომეწარმეებს შეხვდნენ. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა მოსახლეობას სამინისტროს 2026 წლის პროგრამები გააცნო და დეტალურად ისაუბრა იმ მხარდაჭერის მექანიზმებზე, რომლებიც ფერმერების ხელშეწყობას, წარმოების განვითარებასა და სოფლის მეურნეობის მდგრად ზრდას ისახავს მიზნად.

“აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2026 წელს განახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ორ კომპონენტს მოიცავს. საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 2 500 პროექტი, ხოლო სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში არანაკლებ 7 პროექტი.

შეხვედრას ესწრებოდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მერის და მინისტრის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები