მომღერალ-მგალობელთა ანსამბლ „სათანაოს“ კონცერტი გაიმართა
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა მომღერალ-მგალობელთა ანსამბლ „სათანაოს“ კონცერტი სახელწოდებით – „სიმღერით გაცოცხლებული ისტორია”.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტზე წარმოდგენილი მუსიკალური ნიმუშებით გაცოცხლებული იყო საქართველოს ისტორია ილია ჭავჭავაძის ეპოქიდან დღემდე.
საღამოზე შესრულდა ქართული ტრადიციული საგალობლები, ქართული ხალხური სიმღერები, ქალაქური ფოლკლორის ნიმუშები და საავტორო ნაწარმოებები.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილესთან, გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო.