პრემიერი: მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი მუშაობის კოორდინირებულად გაგრძელებაზე შევთანხმდით
ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი მუშაობის კოორდინირებულად გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
პრემიერის განმარტებით, არ არსებობს საკითხი, რომელზეც მთავრობა და პრეზიდენტი ვერ თანხმდებიან.
“კარგი საუბარი გამოგვივიდა, კარგი მსჯელობა გვქონდა. ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ დღეს გამოვაჩინეთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ერთად მუშაობა და დღეს მოხდა ამის ნათელი დემონსტრირება. ასე, რომ ჩვენს შორის არ არსებობს საკითხი, რომელზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებით. ეს არის ის საკითხი, რომელზეც პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა არის ერთსულოვანი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.