ანესის „შავი ზღვისპირა ქვეყნების“ ანიმაციური პროექტების სამუშაო შეხვედრაზე ორმა ქართულმა ანიმაციურმა პროექტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ანესის „შავი ზღვისპირა ქვეყნების“ ანიმაციური პროექტების მეორე სამუშაო შეხვედრაზე, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით წარდგენილმა ორმა ქართულმა ანიმაციურმა პროექტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ლინა აქულაშვილის „ბიჭი და კარალიოკის ხე“ MIFA-ს ექსპერტებმა ვორკშოპის ხუთ საუკეთესო პროექტს შორის დაასახელეს, ხოლო სალომე კალანდარიშვილის „მე მივეცი სიცოცხლე საკუთარ თავს“ საერთაშორისო ჟიურიმ სენტ-ქუირინის რეზიდენციით დააჯილდოვა.
შერჩეული პროექტები ანესის ანიმაციური ფილმების ფესტივალთან არსებულ MIFA Black Sea Partner Pitch-ში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები