თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს – ლევან იოსელიანს შეხვდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში კულტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა კულტურის სამინისტროსა და სახალხო დამცველის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
მინისტრმა სახალხო დამცველს კულტურის სფეროს საკითხებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.