4 თებერვლიდან მწერალთა სახლში იწყება შეხვედრები ლიტერატურული პრემია „მუზა 2025“-ის ლაურეატებთან
მწერალთა სახლში 4 თებერვლიდან იწყება შეხვედრები ლიტერატურული პრემია „მუზა 2025“-ის ლაურეატებთან.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა 4 თებერვალს, 19:00 საათზე, გაიმართება წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზიის ნომინაციაში გამარჯვებულ ამირან გომართელთან.
მის: მწერალთა სახლი, მაჩაბლის ქ.13.