“ევროპის უნივერსიტეტის” ლექტორი, ბავშვთა კარდიოლოგი ნიკოლოზ ლაბარტყავა AEPC -ში, საქართველოს ეროვნულ დელეგატად აირჩიეს
“ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი და „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” ბავშვთა ექიმი კარდიოლოგი ნიკოლოზ ლაბარტყავა, ევროპის პედიატრიულ და თანდაყოლილი პათოლოგიების კარდიოლოგთა ასოციაციაში (AEPC) სამი წლის ვადით საქართველოს ეროვნულ დელეგატად აირჩიეს.
AEPC-ის 63 წლიან ისტორიაში, საქართველოს პირველად ეყოლება ოფიციალური წარმომადგენელი ასოციაციაში.
“ეროვნული დელეგატის პოზიცია ჩემთვის დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს პედიატრიული კარდიოლოგიის და პედიატრიული ინტერვენციული კარდიოლოგიის განვითარებაში”, – აცხადებს ნიკოლოზ ლაბარტყავა.
“ევროპის უნივერსიტეტი” ულოცავს ნიკოლოზ ლაბარტყავას მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევას და უსურვებს ნაყოფიერ საქმიანობას საერთაშორისო პროფესიულ ასპარეზზე.