პრეზიდენტი პრემიერს ავლაბრის რეზიდენციის ეზოში დახვდა – უშიშროების საბჭო სხდომა დაიწყო (ვიდეო)

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს კომიტეტის წევრები იკრიბება. მინისტრებთან ერთად სხდომას პირველად დაესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რეზიდენციაში უკვე მივიდა. საქართველოს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს რეზიდენციის ეზოში დახვდა. სხდომის მთავრი თემა რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებაა.
ავლაბრის რეზიდენციაში უკვე მივდნენ მნისტრებიც, მატ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატრა ზაქარეიშვილი.
ფანჯიკიძე და ზაქარეიშვილი მთავარი აფხაზეთი-რუსეთის ხელშეკრულების საკითხზე მოხსენებლები არიან.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=VBaOHR1EgDw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები