მარჯანიშვილის თეატრში მსახიობებს სახელობითი ჯილდოები გადაეცათ
გუშინ სპექტაკლის „სესილია და ვერიკო“ დასრულების შემდეგ, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა სახელობითი ჯილდოების გადაცემის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც კოტე მარჯანიშვილის თეატრმა მსახიობები სახელობითი ჯილდოებით დააჯილდოვა.
მარჯანიშვილის თეატრის ინფორმაციით, ჯილდოები მსახიობებს გადასცა თეატრალური მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ, გიორგი გეგეჭკორმა.
დაჯილდოვდნენ:
ქეთი ჩხეიძე — სესილია თაყაიშვილის სახელობის ჯილდო;
ეკა ჩხეიძე — ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო;
ლეო ანთაძე — ვასო გოძიაშვილის სახელობის ჯილდო;
ეკა მჟავანაძე — ელენე ყიფშიძის სახელობის ჯილდო;
ვალერი კორშია – ამაგდარის წოდება.
„ვულოცავთ დაჯილდოებულ მსახიობებს და ვუსურვებთ შემოქმედებით წარმატებას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

