გიორგი მარგველაშვილი ვახტანგ ხმალაძესა და შალვა შავგულიძეს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძესა და მის მოადგილეს, შალვა შავგულიძეს ხვდება.
ქვეყნის პირველი პირი დეპუტატებისგან ფარულ მოსმენების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით მათ პოზიციას მოისმენს. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას დააფიქსირა მზადყოფნა, რომ კანონპროექტის განხილვაში ჩართული ყველა მხარის პოზიციას მოისმენდა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების შესახებ პროექტის მომზადება ექვსი თვით გადაიდო.
შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები