აშშ-ის საელჩომ აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს დაკავშირება დაიწყო

აშშ-ის საელჩომ აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს დაკავშირება დაიწყო.

ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.

აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://i94.cbp.dhs.gov/search/compliance-search”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები