სახალხო დამცველმა ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი მოინახულა

2026 წლის 29 იანვარს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა იმერეთში, სოფელ ძევრში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი მოინახულა.

ლევან იოსელიანმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას და გაესაუბრა პერსონალს. ასევე მოინახულა ბენეფიციარები.

ძევრის შშმ პირთა პანსიონატში ამ ეტაპზე 63 ბენეფიციარი იმყოფება. დაწესებულების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს, რომლის განხორციელებაც, ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაწყებულია და გაგრძელდება მიმდინარე წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები