“როდესაც პოლიტიკური პროცესები ჩიხშია შეყვანილი, მნიშვნელოვანია დებატების აღდგენა” – ზურაბ რურუა
“როდესაც პოლიტიკური პროცესები ჩიხშია შეყვანილი, მნიშვნელოვანია ამ [დებატების] პროცესის აღდგენა”, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა – საუბარია სატელევიზიო სივრცეში განახლებულ ფორმატში საჯარო დებატებზე.
“რადიკალების მხრიდან, რა თქმა უნდა, ველოდით გამოხმაურებას ასეთს, რასაც ესენი დღეს ქადაგებენ, იმიტომ, რომ მათ რეალურად არცერთ საკითხზე სიღრმისეულად შესვლა არ სურთ და მარტივი ნარატივი აქვთ ყოველთვის, რაღაც ორი სიტყვა იძახონ, ლანძღვასა და ბულინგზე გადავიდნენ”, – აღნიშნა რურუამ.