ჩარგალში საქართველოს ეროვნული გმირის – მიხა ხელაშვილის ხსოვნის დღე აღნიშნეს
ჩარგალში საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღე აღინიშნა. ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
თარიღთან დაკავშირებით, მიხა ხელაშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მერის მოადგილეებმა, ბესიკ ბიჩნიგაურმა, თამაზ ფოლოდაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
ღონისძიების ფარგლებში შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მიხა ხელაშვილი და მისი შემოქმედება. ეროვნული გმირის ლექსები წაიკითხეს და მის შესახებ ისაუბრეს პოეტებმა, მწერლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ახალგაზრდებმა. ანსამბლ „ლაშარელას“ მიერ შესრულდა სიმღერები, ხოლო თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა 25-ჯერ სარიტუალოდ გაისროლეს, ასევე გაიმართა სხვა ტრადიციული რიტუალები.
მიხა ხელაშვილი სახალხო პოეტი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმის“ წევრია, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2022 წლის 9 აპრილს მიანიჭეს.




