პიმენ ყურაშვილი – ლორა თორნტონზე: არ მგონია რამე შედეგი მოიტანოს ასეთი ადამიანების ქმედებებმა საქართველოს წინააღმდეგ

“არ მგონია რამე შედეგი მოიტანოს ასეთი ადამიანების ქმედებებმა საქართველოს წინააღმდეგ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ჰყავს მოხსენიებული დონალდ ტრამპი,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა,  პიმენ ყურაშვილმა ლორა თორნტონთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება ჰელსინკის კომისიის ჩანიშნულ შეხვედრას, ლორა თორნტონი საკმაოდ ცუდი დაპირისპირებით გამოირჩევა ტრამპთან. არ ვიცი რა შედეგებზე იქნება გათვლილი რეალურად. არ მგონია რამე შედეგი მოიტანოს ასეთი ადამიანების ქმედებებმა საქართველოს წინააღმდეგ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ჰყავს მოხსენიებული დონალდ ტრამპი და ვხედავთ უკვე, როგორი პიროვნებაა დონალდ ტრამპი. ვისაც მისთვის შეურაცხყოფა მიუყენებია, არ ავიწყდება. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ ვერც ვერაფერს იზამენ“, – აღნიშნა პიმენ ყურაშვილმა.

“ქრონიკის” ინფორმაციით, ლორა თორნტონი, რომელიც დონალდ ტრამპს სექსუალურ მოძალადეს უწოდებს, 28 იანვარს ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება ჰელსინკის კომისიაზე, სადაც საქართველოს შესახებ მოხსენებაა ჩანიშნული. თემით – „ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა. თორნტონი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორია, რომელიც საქართველოში “ენ დი აიას” ოფისს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები