ეკა სეფაშვილი: „საია”-ს ეს ავანტიურა თავიდან ბოლომდე ემყარებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში

„სარჩელში, რომელიც „საიამ” შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში ცალსახად იყო ისეთი მოთხოვნები, რომელიც სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად,” – ამის შესახებ მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა „საია”-ს მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, „საიას” სარჩელის მიხედვით, დღეს უკვე ჩანს, რომ სასამართლო მას არ დააკმაყოფილებს.

„ეს ვითომდა უფლების დამცველი ორგანიზაცია [„საია”] დაკავებულია სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებით და სწორედ ამისთვის აფინანსებენ მას უცხოეთიდან. სარჩელში, რომელიც „საია”-მ შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში ცალსახად იყო ისეთი მოთხოვნები, რომელიც სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად. ახლა ვითარება იმგვარად არის, რომ დარჩენილ მცირედ ნაწილშიც, კითხვები აქვს სასამართლოს. პირველი კითხვაა ის, თუ რამდენად ლეგიტიმურია „საია”, სარჩელის წარსადგენად. „საია”-ს სარჩელის მიხედვით ჩანს, რომ ის ვერ დაკმაყოფილდება სასამართლოს მიერ. „საიას” ეს ავანტიურა თავიდან ბოლომდე ემყარებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები