“რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში, სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ” – გიორგი სოსიაშვილი “საია”-ზე
“რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში, სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.
“საია არაერთხელ იქნა მხილებული გარე პატრონების მიერ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმართულ მოძრაობაში. ის მონაწილეობდა და არაერთი რევოლუციური სცენარის სამზადისში იყო ჩართული, თავიანთი განცხადებებით, მოწოდებით და მიღებული დაფინანსებებით, რომელიც მოდიოდა ასე გაუმჭვირვალედ და იხარჯებოდა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ახლაც, მორიგი ტყუილი ძალიან მალე გამოუაშკარავდათ – პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში, სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ,” – აცხადებს სოსიაშვილი.