გიორგი სოსიაშვილი: ჯანსაღი დებატების კულტურით ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია და მონოლოგის რეჟიმში საუბარი

“ჯანსაღი დებატების კულტურით ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი,” – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

„როგორც კი კითხვას დაუსვამ, მაშინვე გაურბიან ამ კითხვებს, ვინაიდან მთავარი მათთვის არის თავიანთი დღის წესრიგი, თავიანთი პატრონების მიერ მიცემული დავალება როგორ უნდა განავრცონ, როგორ უნდა მოახვიონ საზოგადოებას თავს“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აცხადებს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები