დათო მაღრაძის ,,ბარაქიანი მიწა ” ინგუშურ ენაზე ითარგმნა
ქართველი პოეტის, დათო მაღრაძის პოეზიის კავკასიის ხალხთა ენებზე თარგმნა გრძელდება.
აფხაზური, ოსური და ჩერქეზული გამოცემების შემდეგ პოემა ამჯერად ინგუშურ ენაზე გამომცემლობა Saar -მა გამოსცა.
მთარგმნელი ზეინაპ ალბოგაჩიევა, წიგნის გარეკანზე კი ალექსანდრე ჩერქეზიშვილის ფოტოა დატანილი.