სურსათის ეროვნული სააგენტო იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან, Picot-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან, Picot-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტომ აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო.
გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან – „Picot“ დაკავშირებით, მოკვლევა უკვე დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ სურსათზე, ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება სააგენტოს არ მიუღია, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, სააგენტო, კონკრეტული პარტიების – Picot 1 400G – 8000003312; Picot 1 800G -8000003297; Picot 2 800G -8000003280, სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს. სააგენტო ასევე მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილია აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.