გია აბაშიძე: მმართველი პარტია არასოდეს გაურბის მწვავე, შინაარსიან დისკუსიებს – პრემიერ კობახიძის ინიციატივა ეხება ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ საქმიან დებატებზე ორიენტირებულ არაერთ აქტორს და არა იაფფასიან ეპატაჟისტებს

“მარგინალი რადიკალები ვერასდროს განსაზღვრავენ საზოგადოების დღის წესრიგს. ხანმოკლე ტოქსიკური წარმოდგენების დრო დასრულდა, ელექტორატის საჭიროებებზე მორგებული ჯანსაღი დებატების დროა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა ნახოს თუ რომელ პარტიულ სუბიექტს რა ძლიერი და სუსტი მხარე აქვს ამა თუ იმ პრობლემასთან თუ გამოწვევასთან გამკლავებაში.

„მმართველი პარტია არასოდეს გაურბის მწვავე, შინაარსიან დისკუსიებს; პრემიერ კობახიძის ინიციატივა ეხება ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ საქმიან დებატებზე ორიენტირებულ არაერთ აქტორს და არა იაფფასიან ეპატაჟისტებს.
მარგინალი რადიკალები ვერასდროს განსაზღვრავენ საზოგადოების დღის წესრიგს. ხანმოკლე ტოქსიკური წარმოდგენების დრო დასრულდა, ელექტორატის საჭიროებებზე მორგებული ჯანსაღი დებატების დროა. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა ნახოს თუ რომელ პარტიულ სუბიექტს რა ძლიერი და სუსტი მხარე აქვს ამა თუ იმ პრობლემასთან თუ გამოწვევასთან გამკლავებაში.“ – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები