სუს-ი კომპანიებში მიმდინარე საგამოძიებო ქმედებებზე: გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში შევიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით “კვირა” უწყებას დაუკავშირდა.
“გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან. სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს”,- განუცხადეს “კვირას” სუსში.