თეონა გეგელია: ჟურნალისტებს დაცვა სჭირდებათ არა მხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უნიჭო, უცოდინარი მმართველებისგანაც

 ჩვენ გვინდოდა “მაესტროში” მუშაობა, ძალიან ვწუხვარ,- ასე ეხმაურება ჟურნალისტი თეონა გეგელია მისი და დიანა ტრაპაიძის ტელეკომპანია “მაესტროდან“ წამოსვლის ფაქტს. როგორც გეგელია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, თავისუფლება მედია ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საკმარისი პირობა არ არის.
“თავისუფლება არ არის საკმარისი პირობა მედია ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა არამხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უნიჭო, უცოდინარი და არაკომპეტენტური მმართველებისგანაც. ჩვენ გვინდოდა “მაესტროში” მუშაობა. ძალიან ვწუხვარ, ძალიან“, – წერს თეონა გეგელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები