დაძაბულობა პარლამენტში – პედაგოგებს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

პარლამენტში ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებების განიხილვას დაძაბულობა მოჰყვა. დეპუტატები მასწავლებელთა სერტიფიცირების ალტერნატიული მოდელის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. განათლების სამინისტრო და კომიტეტი ამ მიმართულებით ერთიან პოზიციაზე ვერ ჯერდებიან.
დისკუსიაში ჩართვისა და კითხვების დასმის სურვილი პედაგოგთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა გამოთქვეს, რასაც ხმაური მოჰყვა. პედაგოგთა მცდელობას, კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიცია გამოეხატათ და კითხვა დაესვათ, სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
კომიტეტის წევრებმა მათი პარლამენტში მისვლა პროვოკაციის მოწყობის მცდელობად შეაფასეს და პედაგოგთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს მოუწოდეს, რომ დაეტოვებინათ საკომიტეტო მოსმენა და მიტინგი 15 ნოემბერს გაემართათ. პედაგოგთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს სხდომა მანდატურებმა დაატოვებინეს. ამ წუთებში განათლების კომიტეტი კანონპროექტის განხილვას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები