დღეს ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება.
„მე პრეზიდენტ პუტინთან ვმუშაობ და მჯერა, რომ მას შეთანხმების დადება სურს“, – განაცხადა ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ამერიკელმა ლიდერმა დასძინა, რომ მისი აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკისაც სურს შეთანხმების მიღწევა, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით.
“მე მას დღეს შევხვდები“, – აღნიშნა ტრამპმა.