“ის ფაქტი, რომ პრემიერი საბჭოს სხდომას ესწრება, დამატებით მოლოდინს აჩენს“
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ დღეს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრიც უნდა დაესწროს, დამატებით მოლოდინს აჩენს. ჭიაბერაშვილის თქმით, ისეთ საკითხებზე როგორიცაა ქვეყნის ოკუპაცია ხელისუფლების შტოების წარმომადგენლები მხარეებად არ უნდა განიხილებოდნენ.
“თავისთავად ის ფაქტი, რომ ამდენი აჟიოტაჟის შემდეგ პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრება, ბუნებრივია დამატებით მოლოდინს აჩენს. აქ არ არის საუბარი მხარეებს შორის შეთანხმებაზე. ისეთ საკითხებზე როგორიცაა ოკუპცია, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი მხარეებად არ უნდა განიხილებოდნენ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა 18:00 საათზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება. მას პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.