აზერბაიჯანი და სომხეთი ტრამპის ინიცირებულ “მშვიდობის საბჭოში” გაწევრიანებას დათანხმდნენ

აზერბაიჯანმა და სომხეთმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ მიწვევა მიიღეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაქომ დაადასტურა მზადყოფნა, ჩაერთოს საბჭოს საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო და რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

“აზერბაიჯანი, როგორც ყოველთვის, მზად არის აქტიურად შეიტანოს წვლილი საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში” – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წევრობის თანხმობის დამადასტურებელი წერილი თავად გაუგზავნა.

სომხეთის მიერ “მშვიდობის საბჭოში” გაწევრიანების თანხმობის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა წინადადება სიამოვნებით და პასუხისმგებლობის გრძნობით მიიღო, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ერთგულება მშვიდობის წინსვლის მიმართ” – ნათქვამია ინფრომაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები