სახალხო დამცველი ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებაში განთავსებულ უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს შეხვდა

2025 წლის 21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იოსელიანმა პატიმრებს სპეციალური ანგარიში გააცნო, სადაც უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების კანონმდებლობა და პრაქტიკა არის გაანალიზებული.

ისაუბრეს ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და კანონმდებლობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს პატიმრების, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების უფლებების დაცვაზე აქტიურ ზედამხედველობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები