“ვულოცავთ ქართველ სტუდენტებს UGRAD-ის პროგრამაში გამარჯვებას!” – საქართველოში აშშ-ის საელჩო

“ვულოცავთ ქართველ სტუდენტებს UGRAD-ის პროგრამაში გამარჯვებას!”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

საელჩოს ცნობით, ეს ახალგაზრდები ერთი სემესტრის განმავლობაში სრული დაფინანსებით ისწავლიან აშშ-ის უნივერსიტეტებში.

“გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ კომპანიას – Gulf Georgia, რომელიც პროგრამის დამფინანსებელია საქართველოში.

წარმატებას ვუსურვებთ გამარჯვებულ სტუდენტებს და დარწმუნებულები ვართ, რომ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ კავშირებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები