თბილისის ტრანსპორტის კომპანია: მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაკვამლიანების გამო მატარებელი ხაზიდან მოიხსნა, შეფერხება მხოლოდ 5 წუთი იყო

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო დაკვამლიანება იყო. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

მათივე თქმით, დაკვამლიანების გამო მატარებელი ხაზიდან მოიხსნა და შეფერხება 5 წუთი გაგრძელდა.

„მეტროსადგურ „თავისუფლებაზე“ მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა და ხაზიდან მოიხსნა. ტექნიკური ხარვეზის გამო ბოლო ვაგონში იყო დაკვამლიანება. შეფერხება მხოლოდ 5 წუთი გვქონდა და ყველა სადგური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მომსახურებას“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები