ვიტალი კლიჩკო: კიევი ათ დღეში 600 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ Agence France-Presse-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დედაქალაქიდან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მისი თქმით, დაახლოებით 600 000 ადამიანი გამოეხმაურა მის 9 იანვრის მოწოდებას.

მერმა მოსახლეობას ქალაქის დროებით დატოვება მას შემდეგ სთხოვა, რაც რუსეთის მიერ განხორციელებულმა მასირებულმა სარაკეტო თავდასხმებმა კრიტიკული ენერგოობიექტები დააზიანა.

რუსული დრონებითა და რაკეტებით დაბომბვამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის შეფერხება გამოიწვია, ტემპერატურა კი -20°C-მდე დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები