ევროპარლამენტი შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირებას აჩერებს

ევროპარლამენტმა დონალდ ტრამპის ბოლო მუქარის შემდეგ, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

როგორც სოციალ-დემოკრატების ჯგუფის პრეზიდენტმა, ირატჩე გარსია პერესმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის გასულ წელს დადებული სავაჭრო შეთანხმების გაყინვაზე „უმრავლესობის შეთანხმება“ არსებობს.

ევროპის სახალხო პარტიამ (EPP, ცენტრისტული-მემარჯვენე), ევროპარლამენტის უდიდესმა ჯგუფმა, ასევე დაადასტურა ამ შეთანხმების განხილვის შეჩერება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები