მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებას შვეიცარიაში საპროტესტო აქციები მოჰყვა
ციურიხში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) წინააღმდეგ.
აქცია მაშინ გაიმართა, როდესაც შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წლიური შეხვედრა დაიწყო.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დემონსტრაციის დროს დაფიქსირდა ქონების დაზიანების შემთხვევები. სამართალდამცველებმა წესრიგის აღსადგენად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რის შედეგადაც აქციის მონაწილეები დაშალეს.
მედიის ცნობით, პროტესტის მონაწილეები აკრიტიკებდნენ როგორც აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკას, ისე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. მათი თქმით, ფორუმი გლობალური ელიტების ინტერესებს ემსახურება.